2019 წლის 4-9 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი ყარამან ფაღავა მივლინებით იმყოფებოდა თურქეთში, ქალაქ კონიაში სადაც მონაწილეობა მიიღო პირველადი იმუნოდეფიციტისადმი მიძღვნილი პროექტის რიგით მესამე ყრილობაში.
პროფესორი ყარამან ფაღავა გახლდათ ყრილობის სამეცნიერო კომიტეტის წევრი და ერთ-ერთი სექციის თანათავმჯდომარე. მან ღონისძიებაზე წარადგინა ზეპირი მოხსენება.