თსსუ კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის  ცენტრში წარმატებით ჩატარდა  ობიექტურად სტრუტუირებული კლინიკური გამოცდა მეანობა გინეკოლოგიაში, პედიატრიასა და  შინაგან დაავადებებში

თსსუ კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში წარმატებით ჩატარდა ობიექტურად სტრუტუირებული კლინიკური გამოცდა მეანობა გინეკოლოგიაში, პედიატრიასა და შინაგან დაავადებებში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკლტეტის მეშვიდე სემესტრის სტუდენტებს (სხვადასხვა ნაკადებს)  ჩაუტარდათ  გამოცდები  პედიატრიაში, რომელიც  თსსუ-ის  პედიატრიის  N 1 ,  N4 დეპარტამენტებსა და  კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტთან ინტეგრირებული სილაბუსით  გათვალისწინებული   სასწავლო  კურსის დასრულებისას ჩატარდა, ხოლო თსსუ მეანობა გინეკოლოგიის და კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტთან კოლაბორაციით  - გამოცდა ჩატარდა  მეანობა გინეკოლოგიაში;

მედიცინის ფაკულტეტის მეთერთმეტე სემესტრის სტუდენტებს გამოცდა შინაგან დაავადებებში ჩაუტარდათ თსსუ  შინაგან დაავადებათა N 3 და  კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტების  ინტეგრაციის შესაბამისად.

გინეკოლოგიაში, პედიატრიასა და  შინაგან დაავადებებში  გამოცდები იყო ორ კომპონენტიანი: ტესტირება ტარდებოდა  საგამოცდო ცენტრში, ხოლო მომდევნო დღეებში კი  ობიექტურად სტრუტუირებული კლინიკური გამოცდები ჩატარდა მიმართულებების მიხედვით კლინიკური უნარების შესაფასებლად.

მედიცინის ფაკულტეტის  მეშვიდე სემესტრის სტუდენტებს ტრადიციულად  უტარდებოდათ  ობიქტურად სტრუტუირებული კლინიკური გამოცდა მეანობა გინეკოლოგიაში 2013 წლიდან. ამჯერად , 2019  წლის 12, 13 თებერვალს გამოცდა ჩატარდა მედიცინის ფაკულტეტის IV კურსის 19-34 ჯგუფების, 1,2,3,4,5   შეჭრილი და დამატებითი ჯგუფების სტუდენტებისათვის (ვისაც არ ჩატარებია გამოცდა 2018 წლის ივლისში).

მედიცინის ფაკულტეტის მეშვისე სემესტრის 1-18 ჯგუფების და  6ა,7ა,8ა  შეჭრილი ჯგუფის სტუდენტენტებს ობიექტურად სტრუტუირებული კლინიკური  გამოცდა  პედიატრიაში  ჩაუტარდათ 2019  წლის 19,20 თებერვალს. 

მედიცინის ფაკულტეტის VI კურსის იმ სტუდენტებისათვის, ვინც  საუნივერსიტეტო განათლების სასწავლო კურსი დაასრულა  შინაგან დაავადებებში ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური  გამოცდა  ჩაუტარდათ 2019 წლის 15 თებერვალს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პედიატრიასა და შინაგან დაავადებებში პირველად ჩატარდა ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდა,   გამოცდების წარმატებით ჩატარებაზე მიუთიითებს როგორც  მიღებული შედეგები, ასევე პედაგოგებიდან  და სტუდენტებიდან მიღებული  უკუკავშირით მოწოდებული კომენტარები.