თსსუ კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძის ვიზიტი თუქეთქი

თსსუ კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძის ვიზიტი თუქეთქი

2019 წლის 13-15 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძე, როგორც საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, მიწვეული იყო სამედიცინო განათლების თურქეთის ასოციაციიისა და იედიტეპეს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე „სიმულაციები სამედიცინო განათლებაში“. კონფერენციას ესწრებოდა 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი. 

ქალბატონმა ირმა მანჯავიძემ წარადგინა მოხსენება საქართველოში  უმაღლესი სამედიცინო განათლების ახალი გამოწვევებისა   და  მიღწევების   შესახებ. მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო თსსუ-ში  განხორციელებულ აქტივობებს სამედიცინო განათლების  ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით;   დეტალურად იქნა  წარმოდგენილი კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის   ცენტრის მიერ კლინიკურ დეპარტამენტებთან  მიმდინარე ჰორიზონტალური  ინტეგრაციის  შედეგები და შეფასებები.

დამატებით  ორ მოხსენებაში ქალბატონმა ირმა მანჯავიძემ  წარმოადგენა ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდის შედეგების ინტერპრეტაცია შინაგან დაავადებებსა  და პედიატრიაში.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე  წარმოდგენილი პრეზენტაციები განსხვავებული ფორმატით დაიბეჭდება სტამბულში გამოცემულ  სამეცნიერო პრაქტიკულ ჟურნალში (Pubmed-ის კატალოგი).

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი ირმა მანჯავიძე, ასევე, დაესწრო  სამუშაო შეხვედრას - „როგორ უნდა ჩავატაროთ სწავლება   სიმულაციების გამოყენებით”, სადაც მიეცა შესაძლებლობა დაეთვალიერებინა სტამბულში იედიტეპეს და აჩიბადენის უნივერსიტეტის სიმულაციური სწავლების ცენტრები; მხარეებს შორის დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის  ძირითადი მიმართულებები.