თსსუ-ს როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის მაგისტრანტები ესტუმრნენ

თსსუ-ს როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის მაგისტრანტები ესტუმრნენ

2019 წლის 1 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის 30 - მდე მაგისტრანტი ესტუმრა, მათ შორის თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კურსდამთავრებული მარიამ დავითაძე, რომელიც ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტია. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში როტერდამიდან სტუმრად მყოფ ჯანდაცვის ფაკულტეტის  მაგისტრანტებს  შეხვდრა თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და  თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის პროფესორი, ასევე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სკოლის დირექტორი, ბატონი  ლევან ბარამიძე, რომელმაც მათ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შესახებ ესაუბრა . 

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, სტუმრებმა  მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია, საჭირო საკითხებზე. 

პროფილური შეხვედრების გარდა, სტუმრებს თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის  ორგანიზებით, ჩაუტარდათ ტური თბილისის ცენტრალურ უბნებში, რაც მოიცავდა სალოცავებისა და ისტორიული ძეგლების მონახულებას. ისინი, ასევე,  სტუმრობდნენ თბილისის ისტორიულ მუზეუმს და ამის შემდეგ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით, გაემგზავრნენ ყაზბეგში.