თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საერთაშორისო პარტნიორობას აფართოებს. საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის განვითარების ფარგლებში, რაც თსსუ-ისთვის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, პარტნიორი უნივერსიტეტების არსებულ ფართო ქსელს ევროპისა და აზიის (ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი, რუმინეთი, უნგრეთი, იტალია, თურქეთი, ინდოეთი) ახალი, წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუციები შეემატა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ახალ პარტნიორებს შორის გაფორმებული მემორანდუმები და ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებები კიდევ უფრო აძლიერებს თსსუ-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო და აკადემიური პროცესების ხარისხს.
ახალი შეთანხმებები უზრუნველყოფს დამატებით შესაძლებლობებს თსსუ-ის სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისთვის, დოქტორანტებისთვის, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის - საერთაშორისო მობილობის, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული განვითარების და კვლევითი ინიციატივების მიმართულებით.
გაფართოებული პარტნიორული ქსელი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თსსუ-ის ინტერნაციონალიზაციის პროცესს, ზრდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ჩართულობის მასშტაბს გლობალურ აკადემიურ სივრცეში და ხელს უწყობს აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.
თსსუ-ის ახალი პარტნიორები:
ბელგია
- გენტის უნივერსიტეტი - მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებების ფაკულტეტი
ჩეხეთი
- ოსტრავის უნივერსიტეტი-მედიცინის ფაკულტეტი
საფრანგეთი
- ტულუზის უნივერსიტეტი
გერმანია
- დასავლეთ საქსონიის ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი
უნგრეთი
- პეშის უნივერსიტეტი
ინდოეთი
- კარპაგამის უმაღლესი განათლების აკადემია
იტალია
- ტრიესტეს უნივერსიტეტი
- მოლიზეს უნივერსიტეტი
რუმინეთი
- კონსტანტა, ოვიდიუსის უნივერსიტეტი
თურქეთი
- ჩურუკოვას უნივერსიტეტი
- უსკუდარის უნივერსიტეტი
- ბაშკენტის უნივერსიტეტი