თსსუ-სა და ბოლონიის უნივერსიტეტის თანამშრომლობის შესაძლებლობები

თსსუ-სა და ბოლონიის უნივერსიტეტის თანამშრომლობის შესაძლებლობები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ბოლონიის უნივერსიტეტის რექტორები პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. უფრო კონკრეტულად კი, მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ თანამშრომლობის პირველ ეტაპზე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ERASMUS+ -ის პროგრამის ფარგლებში ჩართავენ გაცვლით პროგრამაში, მოგვიანებით კი, განიხილავენ პარტნიორობის გაღრმავების სხვა შესაძლებლობებსაც.

თსსუ-ის რექტორი, პროფესორი, ირაკლი ნატროშვილი:

‘’ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობა და თანამშრომლობა. ჩვენი სტუდენტების 30 პროცენტი საერთაშორისო სტუდენტია 84 ქვეყნიდან. ვცდილობთ ეს მიმართულება კიდევ უფრო გავაფართოოთ. ამიტომ მივესალმები ჩვენს უნივერსიტეტებს შორის კოლაბორაციას. ეს ძალიან კარგი იქნება ორივე მხარისთვის’’.

ბოლონიის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯოვანი მოლარი:

‘’მიხარია, რომ აქ ვარ, ჩვენს უნივერსიტეტს 100 ათასი სტუდენტი ჰყავს და 260 პროგრამა. რაც შეეხება სამედიცინო მიმართულებას, ბოლონიის უნივერსიტეტში 3 დიდი დეპარტამენტი გვაქვს. ამ მიმართულებით ყოველწლიურად 600 კურსდამთავრებული გვყავს. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების რაოდენობა ფიქსირებულია, კვოტა დადგენილია. რაც შეეხება საერთაშორისო სტუდენტებს, ბევრი არ გვყავს, თუმცა სურვილი გვაქვს ამ მიმართულებით გავაქტიურდეთ. ‘’ 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ბოლონიის უნივერსიტეტი თანამშრომლობაზე თსსუ-ში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდა. იტალიურ დელეგაციას ბოლონიის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჯოვანი მოლარი ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში ასევე შედიოდა ბოლონიის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი საერთაშორისო მიმართულებით, პროფესორი, რაფაელა კამპანერი და პროფესორი მატეო ვიტუარი. სტუმრებს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა და თსსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა: თსსუ-ის კანცლერმა, ალექსნადრე ბუაჩიძემ, რექტორის აპარატის უფროსმა, პროფესორმა ირინა კაპეტივაძემ, ERASMUS+ -ის ნინო კანდელაკი.

თსსუ-ში გამართულ შეხევდრას ორგანიზება გაუკეთა ქართულ-იტალიური განათლების ცენტრმა MINERVA. ეს არის იტალიური განათლებისა და იტალიური ენის სწავლების კოორდინატორი ორგანიზაცია იტალიის საელჩოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის. ორგანიზაციის პრეზიდენტია ჯოვანი ჯაკომანტონიო და თანა-პრეზიდენტი მაია ჯიჯავა.