თსსუ–ში “აუტიზმის საერთაშორისო დღე”-სთან დაკავშირებით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

თსსუ–ში “აუტიზმის საერთაშორისო დღე”-სთან დაკავშირებით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

2013 წლის 2 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე სასწავლო კორპუსის „წითელ დარბაზში“ „აუტიზმის საერთაშორისო დღე“–სთან დაკავშირებით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორები იყვნენ: თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობა, საქართველოს აუტიზმის ასოციაცია და წმინდა გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრი ბავშვების დასახმარებლად.

აუტიზმით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა ქართველი მომღერლები: ნოდიკო ტატიშვილი,  დათუნა მგელაძე,  ვაჟა მანია,  გიორგი სუხიტაშვილი,  ელენე ფოჩხუა,  სოფო ბედია,  სალომე ბაკურაძე. საღამოს წამყვანი იყო მომღერალი კოტიკო თოლორაია.