თსსუ–ში ინდური ფესტივალი ,,დივალი 2015“ გაიმართა

თსსუ–ში ინდური ფესტივალი ,,დივალი 2015“ გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, 2015 წლის 11 ნოემბერს, ჩატარდა ,,დივალის ფესტივალი“.

დივალი, ასევე ცნობილია როგორც სინათლის დღესასწაული და მას ყველა ჰინდუს (რელიგია) მიმდევარი აღნიშნავს მთელს მსოფლიოში. ღონისძიებას ტრადიციული ხასიათი აქვს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფესტივალია უცხოენოვანი ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. წელს მასში თსსუ-ის 100-მდე სტუდენტი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ფესტივალზე ორგანიზატორები სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ინდური კერძებით, შესრულდა ინდური ცეკვები, მუსიკა, გაიმართა  თამაშები. 

ღონისძიება  დასრულდა ფოიერვერკით, რაც ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია.