თსსუ–ის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შეხვედრა ბატონ გია ჟორჟოლიანთან

თსსუ–ის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შეხვედრა ბატონ გია ჟორჟოლიანთან

2013 წლის 8 აგვისტოს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს ახალ კანონთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემმუშავებელი საკონსულტაციო საბჭოს კოორდინატორს, ბატონ გია ჟორჟოლიანს.
შეხვედრაზე ბატონმა გია ჟორჟოლიანმა ისაუბრა უმაღლესი განათლების შესახებ კანონის იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელიც აისახება ახალ საკანონმდებლო აქტში.
მომხსენებელი ასევე შეეხო ‘საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონში’ შესატან ცვლილებებს, რომელთა მეშვეობით სპეციალური–საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უფლებები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა გამოთქვა მოსაზრებები სამედიცინო განათლების თავისებურებებისა და ძირითადი ასპექტების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, მომხსენებელმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.