თსსუ–ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორის ვიზიტი უკრაინაში

თსსუ–ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორის ვიზიტი უკრაინაში

2014 წლის 11–14 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა იმყოფებოდა ქ. ტერნოპილის (უკრაინა) გორბაჩევსკის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „დიპლომისშემდგომი განათლება და ექიმების თვითგანვითარება ევროპული სტანდარტების შესაბამისად“.  კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო უკრაინის სამასზე მეტმა უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პროფილის სასწავლებლის წარმომადგენელმა, სამედიცინო დაწესებულების მთავარმა ექიმებმა და მოადგილეებმა.

11 სექტემბერს პროფესორი ზაზა ბოხუა მოხსენებით წარსდგა კონფერენციაზე და აუდიტორიას გააცნო საქართველოში განხორციელებული რეფორმები დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების მიმართულებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგალითზე. მოხსენებამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. რეზონანსი იმდენად დიდი იყო, რომ უკრაინის არაერთმა სამედიცინო პროფილის სასწავლებელმა გამოთქვა სურვილი თსსუ–თან სამომავლო თანამშრომლობისა.

უკრაინაში პროფესორ ზაზა ბოხუას შეხვდა ქ. ტერნოპილის გორბაჩევსკის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ლეონიდ კოვალჩუკი, ადმინისტრაციის წევრები. რექტორის, პროფესორ ლეონიდ  კოვალჩუკის ინიციატივით პროფესორი ზაზა ბოხუა აირჩიეს ტერნოპილის გორბაჩევსკის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის საპატიო მრჩევლად დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების მიმართულებით.