თსსუ–ის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის                დირექტორის, პროფესორ ირმა მანჯავიძის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

თსსუ–ის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორის, პროფესორ ირმა მანჯავიძის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

2012 წლის 15–18 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე მონაწილეობდა ანკარის სამედიცინო განთლებაში სიმულატორების გამოყენების შესახებ მეორე კონფერენციაზე (თურქეთი), სადაც წარმოადგინა მოხსენება – ,,მოდიფიცირებული ოსკი–ს ჩატარების შესახებ თბილისის სახლმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში“, რომელმაც დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.

კონფერენციის მიმდინარეობისას  პროფესორი ირა მანჯავიძე გაეცნო აშშ–ს, თურქეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ირანის, არაბეთის საემიროების გამოცდილებას სიმულატორებისა და სტანდარტული პაციენტების გამოყენების შესახებ სამედიცინო განათლების პროცესში, სტანდარტულ პაციენტთან მუშაობის  და შეფასების თავისებურებებს.

პარალელურად მულტიდისციპლინური სამედიცინო სიმულატორების ცენტრ  SIMERK-ის  წარმომადგენლებმა ჩაატარეს  სამუშაო შეხვედრა, სადაც სცენარის  მიხედვით მანეკენებზე გათამაშდა  კრიზისის მართვის  შესაძლებლობები.    

ბატონ ემინ აკსოუსთან (SIMERK-ის აღმასრულებელი დირექტორ და სტამბოლის ჯანმრთელობის დირექტორიატის თანადირექტორი) შეხვედრისას  გამოითქვა თსსუ-ის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის თანამშრომელთა გადამზადებისა და მულაჟებთან მუშაობის საკითხებში დახმარებისა და თანამშრომლობის სურვილი. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს  SIMERK-ი გეგმავს პირველი „I-SIM ვირტუალური ჰოსპიტალი“–ს გახსნას.

თანამშრომლობის პერსპექტივები გამოიკვეთა აშშ-ს არკანზასის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევევბის, სიმულატორებზე სწავლების ცენტრის ხელმძღვანელის და სტანდარტიზებული პაციენეტების სწავლების ასოციაციის წარმომადგენლთან,  ქალბატონ მარი კონტრელთან საუბრისას. ასევე, სამომავლო ერთობლივი პროექტებისა და შეხვედრების ორგანიზების სურვილი გამოთქვა: სიმულატორების გამოყენების მეორე კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, თურქეთის სამედიცინო განათლების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამედიცინო განათლებისა და ინფორმატიკის დეპარტამენტის პროფესორმა, მედიცინის ფაკულტეტის სტანდარტული პაციენტის პროგრამის დირექტორმა მელიჰ ელჩინმა.