თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების ვიზიტი პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტში

თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების ვიზიტი პლევენის სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2016 წლის 31 ივლისიდან – 20 აგვისტოს ჩათვლით, პლევენის (ბულგარეთი) სამედიცინო უნივერსიტეტში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, კლინიკური სტაჟირება გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 10 სტუდენტმა, თსსუ–ის უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორის, ლევან ბენაშვილის ხელმძღვანელობით.

სასწავლო გეგმის მიხედვით სტუდენტები დაესწრნენ კლინიკურ ტრენინგებს ქირურგიის, მეანობა და გინეკოლოგიის და შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის დეპარტამენტებში, სადაც მათ უძღვებოდნენ პროფესორები: ლუბომირ ბეშევი და პოლინა მარინოვა - ქირურგია; ლაჩეზარ ტანჩევი და დიანა სტრატევა - მეანობა და გინეკოლოგია; ტსანია პოპოვა -  შინაგან დაავადებათა პროპედევტიკა.

სტუდენტები დამატებით გაეცნენ “Georgi Stranski”-ს ჰოსპიტალში არსებულ ონკოლოგიური გინეკოლოგიის განყოფილებაში რობოტიზირებული ქირურგიის “Da Vinci”-ს სისტემას და დაესწრნენ ამ სისტემით წარმოებულ ჰისტერექტომიას.

აგრეთვე, HIFU Center "Saint Marina" ჰოსპიტალში გაეცნენ და დაესწრნენ ოპერაციას ულტრაბგერითი ავთვისებიანი სიმსივნის აბლაციის მეთოდს. 

ამასთან ერთად პლევენის უნივერსიტეტის მიერ ჩვენი სტუდენტთა ჯგუფი მიწვეული იყო ექსკურსიებზე ბულგარეთის ძველ ისტორიულ ქალაქებში -  ველიკო ტარნოვო  და ტრევენში.