თსსუ–ის მე–5 კურსის სტუდენტი ლატვიის უნივერსიტეტსა და ქვემო საქსონიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში

თსსუ–ის მე–5 კურსის სტუდენტი ლატვიის უნივერსიტეტსა და ქვემო საქსონიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მეხუთე კურსის სტუდენტი ნინო ნანავა 2014–2015 სასწავლო წლის პირველ სემესტრში, პროგრამა ERASMUS MUNDUS MEDEA-ს ფარგლებში, სწავლობდა ლატვიის უნივერსიტეტში.

1–14 სექტემბერს DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) დაფინანსებით, ნინო ნანავამ მონაწილეობა მიიღო ქალაქ ჰანოვერში გამართულ ქვემო საქსონიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში (Low Saxony International Summer Axademy – LISA) –  “ანთება, რეგენერაცია და იმუნიტეტი – ბაზისური საფუძვლები, ახალი მიდგომები და ექსპერიმენტული მოდელები“, სადაც დაესწრო ლექციებს, მოამზადა სასტენდო მოხსენება.

3–7 ნოემბერს რიგის სამედიცინო კოლეჯიდან ესტონეთში, ტალინის ჯანდაცვის კოლეჯში, საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. როგორც მან აღნიშნა, ტალინის კოლეჯის წარმომადგენლებმა დიდი სურვილი გამოთქვეს, ითანამშრომლონ, როგორც რიგის სამედიცინო კოლეჯთან, ისე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო სკოლასთან.

ნინო ნანავა მადლიერებით აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ ია ავალიანისა და  უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენელთა ღვაწლს მისთვის უცხოეთში სწავლისა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემისათვის.