თსსუ–ის მოწვეული პროფესორის, დოქტორ იოხენ ალიუსის ლექცია სამედიცინო უნივერსიტეტში

თსსუ–ის მოწვეული პროფესორის, დოქტორ იოხენ ალიუსის ლექცია სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2017 წლის 19 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა, იმპლანტოლოგიისა და დენტალური ჯანმრთელობის კლინიკის ხელმძღვანელმა, დოქტორმა იოხენ ალიუსმა (ნიურნბერგი, გერმანია) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია თემაზე:“ უკბილო პაციენტთა დაუყოვნებელი პროთეზირება“.

დოქტორი იოხენ ალიუსი არის ნიურნბერგში ცნობილი,  დიდი ხნის  ისტორიის მქონე სამკურნალო და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი.  იგი უკვე ხუთჯერ იყო საქართველოში ჩამოსული ლექციების წასაკითხად. მისი კლინიკა  სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორი კლინიკაა.

  აღსანიშნავია, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის წარმატებული   სტუდენტები,  რომლებიც ფლობენ გერმანულ ენას, დოქტორ  იოხენ ალიუსის  კლინიკაში ერთთვიან  სტაჟირებას   გადიან,  რომლის დროსაც ქართველი სტუდენტები ესწრებიან პაციენტების მიღებას, ეცნობიან მკურნალობის უახლეს მიდგომებს.

მომავალში იგეგმება  კონტაქტების კიდევ უფრო მეტად  გაფართოება.