თსსუ–ის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორ  ივანე ჩხაიძის ვიზიტი ნიდერლანდებში

თსსუ–ის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორ ივანე ჩხაიძის ვიზიტი ნიდერლანდებში

   
   

მიმდინარე წლის 23–26 სექტემბერს, საქართველოს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი და თსსუ–ის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი ივანე ჩხაიძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიწვევით, იმყოფებოდა, ქალაქ ჰააგაში, ნიდერლანდების იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის შეხვედრაზე.

შეხვედრის  მონაწილენი გაეცნენ ნიდერლანდების იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს მუშაობას, ახალი ვაქცინების დანერგვის,  პრიორიტეტების განსაზღვრის პრინციპებს.

ვიზიტის განმავლობაში, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ მონაწილეობა მიიღო ნიდერლანდების ვაქცინაციის კომიტეტის მუშაობაში,  სადაც მან  წარადგინა საქართველოს გამოცდილება და ეროვნული პრაქტიკა იმუნიზაციის საკითხებთან დაკავშირებით.

თსსუ–ის პროფესორი  შეხვდა ნიდერლანდების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და გაეცნო  იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის შემუშავების ასპექტებს.

ვიზიტის ფარგლებში, ივანე ჩხაიძემ დაათვალიერა როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტი და შეხვდა ნიდერლანდების ჯანდაცვის საბჭოს ვიცე–პრეზიდენტსა და ჯანდაცვის პოლიტიკის და მენეჯმენტის ინსტიტუტის პროფესორს ჰანს სევერენს.