თსსუ–ის პროფესორ ნინო მანჯავიძის ვიზიტი ევროპის პედიატრიული   აკადემიის  V საერთაშორისო კონგრესზე

თსსუ–ის პროფესორ ნინო მანჯავიძის ვიზიტი ევროპის პედიატრიული აკადემიის V საერთაშორისო კონგრესზე

 2014 წლის 17ოქტომბრიდან 21  ოქტომბრის ჩათვით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ზოგადი პედიატრიის მიმართულების პროფესორი ნინო მანჯავიძე მიწვევით იმყოფებოდა ესპანეთში ქალაქ ბარსელონაში, ევროპის პედიატრიული   აკადემიის რიგით V საერთაშორისო კონგრესზე. 

კონფერენციაზე   თსსუ–ის პროფესორმა წარადგინა სამი სასტენდო მოხსენება (პოსტერი):

,,ნაადრევ ასაკში ბავშვთა რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა რკინის პრეპარატებით და მათი  გავლენა ბავშვთა ფსიქომოტორულ განვითარებაზე“.

,,ალერგიული რინიტის გავრცელება აჭარის რეგიონის ბავშვებში“.

,,ახალშობილებში კონგენიტალური დიაფრაგმული  თიაქარის  ოპერაციული დროის მართვა“.

სასტენდო მოხსენებები  გამოირჩეოდა    შესრულების  მაღალი სტანდარტებით და   დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი დაიმსახურა. ვიზიტის ფარგლებში,  პროფესორი ნინო მანჯავიძე შეხვდა უცხოელ კოლეგებს და ისაუბრა მათთან,  პარტნიორულ  ურთიერთობებზე.