თსსუ–ის პროფესორი მარინა მამალაძე პროფესორ ლორენცო ვანინის მასტერ–კლასს დაესწრო

თსსუ–ის პროფესორი მარინა მამალაძე პროფესორ ლორენცო ვანინის მასტერ–კლასს დაესწრო

2014 წლის 5-6 სექტემბერს ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე მივლინებით იმყოფებოდა პროფესორ ლორენცო ვანინის მასტერ–კლასზე (ქ. სანფედელე, კომოს პროვინცია, იტალია), რომელიც წელიწადში მხოლოდ ოთხჯერ იმართება. პროფესორი ვანინი ევროპის ესთეტიკური სტომატოლოგიის ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტია, არის კიეტის უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, კორპორაცია „მიჩერიუმის“ კლინიკური კონსულტანტი და ნანოშემავსებლიანი სარესტავრაციო კომპოზიციური მასალის Enamel plus HRI-ის შექმნის თანამონაწილე. პროფესორ ვანინის მიერ მოწოდებული კბილთა რესტავრაციის სტრატიფიკაციის თეორიით მსოფლიოს ბევრი სტომატოლოგიური სკოლა ხელმძღვანელობს. ის გახლავთ კბილთა რესტავრაციაში სტუდენტური ჩემპიონატების ჩატარების იდეის ავტორი და განმახორციელებელიც ბოლო 20 წლის მანძილზე. პროფესორმა მარინა მამალაძემ გაიარა ლორენცო ვანინის საერთაშორისო მასტერ–კლასი, რომელზე მიღებული კლინიკური გამოცდილება საფუძვლად დაედება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური ჩემპიონატის ჩატარებას კბილთა რესტავრაციაში. ამასთანავე, ოპერაციული ოდონტოლოგიის სილაბუსი გამდიდრდება კბილთა რესტავრირების თანამედროვე კონცეფციით.