თსსუ–ის პროფესორმა ზვიად კირტავამ მონაწილეობა მიიღო კონგრესის –,,GLAIB 2014“ მუშაობაში

თსსუ–ის პროფესორმა ზვიად კირტავამ მონაწილეობა მიიღო კონგრესის –,,GLAIB 2014“ მუშაობაში

2014 წლის 29 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით თსსუ–ის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის თერაპიის (სინდრომული დიაგნოსტიკის) მიმართულების ასოცირებული პროფესორი ზვიად კირტავა მივლინებით იმყოფებოდა პარანაში (არგენტინა), სადაც მონაწილეობა მიიღო ლათინური ამერიკის ბიოსამედიცინო ინჟინერიის  (GLAIB–2014)   VI  კონგრესის მუშაობაში.

კონგრესზე პროფესორმა კირტავამ  წაიკითხა ლექცია ,,ელექტრონული და მობილური ჯანმრთელობის  აპლიკაციები კარდიოლოგიასა და დერმატოლოგიაში, გამოცდილება საქართველოდან“(თანაავრტორები– პროფესორი გაიანე სიმონია და პროფესორი ნინო კილაძე)  და წარადგინა   პოსტერი ,,ელექტრონული და მობილური ჯანმრთელობის აპლიკაციები კარდიოლოგიურ პაციენტთა ტელემონიტორინგისათვის“ (თანაავტორები– პროფესორი გაიანე სიმონია, პროფესორი ირინა ანდრონიკაშვილი, მაკა გეგენავა,  თეა  გეგენავა).

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი  ზვიად კირტავა შეხვდა არგენტინელ, ურუგვაელ, ამერიკელ და გერმანელ მეცნიერებს, მათ შორის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს  რატკო მაგარევიჩს და ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტს შანკარ კრიშნანს.