თსსუ–ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას შეხვედრა თსსუ–ის ინგლისურენოვანი სექტორის პირველკურსელ უცხოელ სტუდენტებთან

თსსუ–ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას შეხვედრა თსსუ–ის ინგლისურენოვანი სექტორის პირველკურსელ უცხოელ სტუდენტებთან

2012 წლის 5 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III სასწავლო კორპუსის "წითელი დარბაზში" თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ და ახალი 2012–2013 სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს თსსუ–ის ინგლისურენოვანი სექტორის უცხოელ პირველკურსელებს.
შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულებისთანავე გაიმართა თსსუ სპორტისა და ხელოვნების ცენტრის ანსამბლის კონცერტი, სადაც, ქართველ შემსრულებლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის უცხოელმა სტუდენტებმაც.