თსსუ–ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიასა და რექტორის მოადგილის, პროფესორ რიმა ბერიაშვილის ოფიციალური ვიზიტი  უნგრეთში

თსსუ–ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიასა და რექტორის მოადგილის, პროფესორ რიმა ბერიაშვილის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში

2013 წლის 6-8  ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი,  პროფესორი  ზურაბ  ვადაჭკორია  და  რექტორის  მოადგილე, პროფესორი  რიმა ბერიაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ქალაქ ბუდაპეშტში, ჯანდაცვის აკადემიური ცენტრების საერთაშორისო ასოციაციის (AAHCI) ცენტრალური  და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ: ზემელვეისის უნივერსიტეტი (უნგრეთი) და     ჯანდაცვის აკადემიური ცენტრების საერთაშორისო  ასოციაცია (AAHCI).  

კონფერენცია მიეძღვნა უნივერსიტეტებისა და საუნივერსიტეტო კლინიკების თანამშრომლობის განვითარებას და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობათა განხილვას, სამედიცინო განათლების, კლინიკური  საქმიანობის და სამეცნიერო კვლევის სფეროებში. შესაბამისად, კონფერენციას განსაკუთრებული  სტრატეგიული  მნიშვნელობა  ჰქონდა  თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი  საკითხები: ბიოსამედიცინო სამეცნიერო კვლევების პოლიტიკის განსაზღვრა უმაღლეს სამედიცინო განათლებაში; სამეცნიერო კვლევები საზღვრების გარეშე – საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივები; მედიცინის ციფრული მომავალი და პერსონიზებული მედიცინა; თანამშრომლობა იშვიათი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებში; ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობათა ანალიზი და სხვ.