თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მივლინებები ბელგიასა და ავსტრიაში

თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მივლინებები ბელგიასა და ავსტრიაში

2012 წლის 4-დან 6 ოქტომბრის ჩათვლით, მივლინებით ბელგიაში, ხოლო 7-დან 13 ოქტომბრამდე –ავსტრიაში იმყოფებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ია ავალიანი.
 ბელგიაში მივლინების მთავარი მიზანი იყო: შეხვედრა ERASMUS MUNDUS-ის ფარგლებში თსსუ–ის პარტნიორი უნივერსიტეტის “KATHOLIEKE UNIVERSITEIT LEUVEN“ (KU) წარმომადგენლებთან, საუბარი მომავალი თანამშრომლობის და ამ უნივერსიტეტის 2013 წლის ERASMUS MUNDUS-ის ახალ პროექტში - MEDEA (MEDical univErsities consortiA) მონაწილეობის პერსპექტივების შესახებ.

საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელობის, პროფ. ანა ჰანტისა და კატრიენ ვანელვენის რჩევით, ია ავალიანი გაემგზავრა ბელგიის ქალაქ ლუვენში (Campus Gasthuisberg), სადაც საუნივერსიტეტო კლინიკაში შეხვდა მედიცინის ფაკულტეტის ნიეროფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, პროფ, მარკ ვან ჰულს, რომელიც, ERASMUS MUNDUS-ის ფარგლებში, ამჟამად მასპინძლობს დოქტორანტს სომხეთიდან. 

   

KU და YTSU –s შორის დადებულია ხელშეკრულება, რომელიც საშუალებას აძლევს დოქტორანტს მიიღოს ორმაგი PHD წოდება. მსგავსი ერთობლივი სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტივები განხილულ იქნა შეხვედრის დროს არა მარტო ნეიროფიზიოლოგიაში, არამედ ნიეროქირურგია, გინეკოლოგია, კარდიოქიურგიასა და სტომატოლოგიაში. შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ KU შეიძლება ჩაერთოს მომავალ ERASMUS MUNDUS-ის პროექტში ძირითადად გაცვლებით პოსტდიპლომურ დონეზე (მედიცინის ფაკულტეტისთვის), და ბაკალავრიატის დონეზე – „საზოგადოებრივი ჯანდაცვისა“ და „ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის“ ფაკულტეტებისთვის.
 ბელგიაში ყოფნის დროს ია ავალიანი ეწვია თსსუ-ის მრავალწლიან პარტნიორ უნივერსიტეტს, ფრანგულენოვან ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტს და შეხვდა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორს, პროფ. კლერ დე ბურბურს, ფარმაციის და ბიოსამედიცინო მეცნიერებათა დეკანს, პროფ. ჟოელ ლეკლერკს, ვიცე-დეკანს და ბიოსამედიცინო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური გაცვლების კოორდინატორს, პროფ. პასკალ კიენლენ-კამპარდს, მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციული გაცვლების კოორდინატორს, ქალბატონ დაფნე დესიმპლერს, დააათვალიერა უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები, 10-სართულიანი საუნივერსიტეტო კლინიკა 1000 საწოლზე და სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი.

   

აღნიშნული უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ყოველწლიურად საზაფხულო სტაჟირებას გადის თსსუ–ის არანაკლებ 4 სტუდენტისა, თუმცა ფარმაციისა და ბიოსამედიცინო მეცნიერებათა დეკანმა პროფ. ჟოელ ლეკლერკმა გამოთქვა მზადყოფნა მიიღოს თსსუ–ის სტუდენტები ფარმაციის ფაკულტეტიდან და, ასევე, ჩართოს თსსუ–ის მეცნიერ-თანამშრომლები მათი ლაბორატორიების მიერ წარმოებულ კვლევებში.

პროფ. დე ბურბური ძალიან დაინტერესდა 2013 წლის ERASMUS MUNDUS-ის ახალ პროექტში - MEDEA (MEDical univErsities consortiA) მონაწილეობის მიღებით და ადმინისტრაციის სახელით, გამოთქვა მზადყოფნა ამ პროექტში მონაწილეობაზე.

 

ბელგიიდან ია ავალიანი 7 ოქტომბერს გაემგზავრა ზალცბურგში (ავსტრია), სადაც მონაწილეობა მიიღო ამერიკულ-ავსტრიული ფონდისა და ღია სამედიცინო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სემინარში –კარდიოლოგიაში.