თსსუ–ის საპატიო დოქტორის, პროფესორ რონალდ ბლეისის ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თსსუ–ის საპატიო დოქტორის, პროფესორ რონალდ ბლეისის ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2015 წლის 9 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია და სტუდენტებისთვის ლექციები წაიკითხა უტრეხტის (ჰოლანდია) უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის  ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თსსუ–ის საპატიო დოქტორმა, პროფესორმა რონალდ ბლეისმა.

მან მედიცინის, სტომატოლოგიის და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციათა ციკლი: „გულ–სისხლძარღვთა ფუნქციური ანატომია“,  „საჭმლის მომნელებელი სისტემის ანატომია“,  „გულის ანატომია“ და „სისხლძარღვთა ინერვაციის სტრუქტურული თავისებურებანი“.

ვიზიტის დასასრულს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის პროფესორ დავით თოფურიასთან ერთად  დაიგეგმა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საზაფხულო სტაჟირება უტრეხტის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) სამედიცინო ცენტრის ანატომიის დეპარტამენტში.