თსსუ–ის სტუდენტები  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

თსსუ–ის სტუდენტები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

მიმდინარე წლის 23 ივნისს თბილისში,  საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში,   პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და კომიტეტის წევრი გიორგი ხეჩინაშვილი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდნენ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს ძირითადი მიმართულებების შესახებ ისაუბრა და აქცენტი გააკეთა,  საქართველოს დემოგრაფიულ პოლიტიკაზე, ქვეყნის მომავალსა და ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებზე. მისივე ინფორმაციით, გაეროს ხალხთმოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობას შემცირება ემუქრება, მაშინ, როდესაც ამ პერიოდისთვის ამიერკავკასიაში, მოსახლეობის რაოდენობა იზრდება.

კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტებს მოსახლეობის დაბერების დინამიკაც გააცნო და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდისთვის საპენსიო ასაკის მოსახლეობის მატება აღინიშნება. დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს ის ექვსი რეგიონიც დაასახელა, სადაც მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელი მაღალია და სიკვდილობა-შობადობის ბალანსი დარღვეულია:  რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, კახეთი, იმერეთი და მცხეთა-მთიანეთი. მისივე თქმით, ყველაზე კრიზისული ვითარება ამ მხრივ რაჭა-ლეჩხუმშია შექმნილი.

პარლამენტის წევრი სტუდენტებს ვრცლად ესაუბრა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ და ის კრიტერიუმები განმარტა, რომელთა მიხედვითაც, საქართველო ამ პროგრამის განხორციელებისთვის შეირჩა. დეპუტატმა სტუდენტებს სტატისტიკური მონაცემებიც გააცნო.

სტუდენტებმა დეპუტატებს საკუთარი მოსაზრებებიც გააცნეს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სასწავალო პროცესში ზოგადად საუნივერსიტეტო კლინიკების და ახლაჩამოყალიბებული პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის  მნიშვნელობაზე. 

კომიტეტის ხელმძღვანელმა თსსუ–ის სტუდენტებს შესთავაზა, მონაწილეობა მიიღონ სპეციალური ფოკუს ჯგუფების მუშაობაში, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისაკენ,