თსსუ–ის სტუდენტები უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში

თსსუ–ის სტუდენტები უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 6  და სტომატოლოგიის ფაკულტეტის 3 სტუდენტი, ადამიანის ნორმალური ანატომიის ასოცირებული პროფესორის დავით თოფურიას ხელმძღვანელობით,  17 აგვისტოდან 30 აგვისტომდე იმყოფებოდნენ ქ. უტრეხტის უნივერსიტეტის  სამედიცინო ცენტრში (ნიდერლანდების სამეფო), ქირურგიული სპეციალობების ანატომიის დეპარტამენტში,  თავის, გულ–მკერდის და მუცლის ღრუს ორგანოების ანატომიური დისექციის კურსში მონაწილეობის მისაღებად. Mდისექციის კურსთან ერთად მათ უტარდებოდათ სემინარები, გაეცნენ ადამიანის ორგანიზმის  ანატომიური კვლევის ლაბორატორიულ და 3D კომპიუტერულ პროგრამებს.   კურსის დასრულების შემდგომ მათ გადაეცათ  სერტიფიკატები.  აღნიშნული კურსის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად, ქირურგიული სპეციალობების, ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რონალდ ბლეისმა, თსსუ-ს სტუდენტები  დააჯილდოვა ანატომიის და კლინიკური ანატომიის სახელმძღვანელოებით და  ანატომიური ატლასებით.