თსსუ–ის სტუდენტების საზაფხულო სკოლა უტრეხტის უნივერსიტეტში

თსსუ–ის სტუდენტების საზაფხულო სკოლა უტრეხტის უნივერსიტეტში

   
   

2017 წლის 11 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 10 სტუდენტი, თსსუ–ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის დავით თოფურიას ხელმძღვანელობით იმყოფებოდა ქ. უტრეხტის (ნიდერლანდების სამეფო), სამედიცინო ცენტრის ანატომიის დეპარტამენტში – თავის, კისრის, გულმკერდის და მუცლის ღრუს ანატომიური დისექციის კურსში მონაწილეობის მისაღებად.

საზაფხულო სკოლაში კურსის მიმდინარეობისას სტუდენტები გაეცნენ ანატომიური დისექციის მეთოდებს. შესწავლილი იქნა ადამიანის ორგანოების და ორგანოთა  ქსოვილების ანატომიური პრეზერვაციის მეთოდები, ასევე სტუდენტები გაეცნენ 3D განზომილებიანი ანატომიური კვლევის მეთოდს, რომელიც ახალი დანერგილია უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მიერ.

კურსის ხელმძღვანელმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  საპატიო დოქტორმა, პროფესორმა რონალდ ბლეისმა დისექციის კურსში მონაწილე სტუდენტებს გადასცა საზაფხულო პროგრამაში წარმატებით მონაწილეობის სერტიფიკატები და საჩუქრად გადასცა ანატომიის სახელმძღვანელოები და ატლასები.