თსსუ–ის სტუდენტების საზაფხულო სტაჟირება პოზნანის (პოლონეთი) სამედიცინო უნივერსიტეტში

თსსუ–ის სტუდენტების საზაფხულო სტაჟირება პოზნანის (პოლონეთი) სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის 23 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გაემგზავრნენ საზაფხულო სტაჟირებაზე პოზნანის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი).

სტუდენტების შერჩევა მოხდა აკადემიური მოსწრების და ინგლისური ენის  ცოდნის მიხედვით. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლიან პოზნანის სამედიცინო უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის გოგი ჩიქოვანის შეხვედრა პოზნანის სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან. 

აღნიშნული პროგრამა განხორციელდა თსსუ–ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ.