თსსუ–ის სტუდენტებმა ღრმაღელის წყალსადენის სათავო ნაგებობა დაათვალიერეს

თსსუ–ის სტუდენტებმა ღრმაღელის წყალსადენის სათავო ნაგებობა დაათვალიერეს

მიმდინარე წლის 30 აპრილს, 19 მაისს და 30 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტებისთვის გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ რევაზ კვერენჩხილაძის ინიციატივით და წყალმომარაგების კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დახმარებით მოეწყო საინფორმაციო-შემეცნებითი ტური.

სტუდენტებმა დაათვალიერეს ღრმაღელის სათავო ნაგებობა და წყლის ხარისხის მაკონტროლირებელი ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, გაეცნენ ძირითად ტექნოლოგიურ პროცესებს, რომელსაც ნედლი წყალი სასმელ წყლად გარდაქმნისას გადის.