თსსუ–ის სტუდენტის  სტაჟირება ბელგიაში

თსსუ–ის სტუდენტის სტაჟირება ბელგიაში

2014 წლის 14 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით,  თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის მეექვსე კურსის სტუდენტი ნანა დალაქიშვილი  სტაჟირებას  გადიოდა  ქალაქ ლიუვენის (ბელგია) კათოლიკური უნივერსიტეტის,  სენტ–ლუკის კლინიკის  კოლორექტალურ  ქირურგიაში.

ნანა დალაქიშვილი, ორი თვის მანძილზე,  ყოველდღიურად  მონაწილეობდა   სხვადასხვა პრაქტიკულ საქმიანობაში, როგორიც არის ელექტრონული ისტორიის შევსება, ავადმყოფის დოკუმენტაციის მოწესრიგება, ესწრებოდა  წინასაოპერაციო მანიპულაციებს,  ოპერაციებს,  დილის კონფერენციებსა და პაციენტის მდგომარეობის განხილვებს.  ფრანგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ასრულებდა  სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს, რომლის დროსაც  მათი დადებითი შეფასება დაიმსახურა.

სტაჟირების ფარგლებში ნანა დალაქიშვილი გაეცნო მედიცინის სიახლეებს, მიიღო დიდი გამოცდილება პრაქტიკული უნარების და პაციენტთან კომუნიკაციის კუთხით.

სამშობლოში დაბრუნებული სტუდენტი  მადლობას უხდის თსსუ–ის ადმინისტრაციას, ლიუვენის სენტ–ლუკის კლინიკას, საფრანგეთში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობისა და პროფესიულ სრულყოფაში გაწეული დახმარებისთვის.