თსსუ–ის სტუდენტის წარმატება სტუდენტურ სამთო-სათხილამურო ჩემპიონატში

თსსუ–ის სტუდენტის წარმატება სტუდენტურ სამთო-სათხილამურო ჩემპიონატში

2013 წლის თებერვალ-მარტში, ბაკურიანსა და გუდაურში გაიმართა საქართველოს სტუდენტური სამთო-სათხილამურო ჩემპიონატი. ტურნირი გიგანტურ სლალომში ჩატარდა საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 20 უმაღლესი სასწავლებლის ოცდაათმა ვაჟმა და ოცმა გოგონამ. ჩემპიონატში წარმატებულად იასპარეზეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტმა ზურაბ ბაქრაძემ და მედიცინის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა ნათია თოდუამ.

ფინალში დაძაბული ბრძოლის შემდეგ, თსსუ-ის სტუდენტმა ზურაბ ბაქრაძემ, დაიკავა ჩემპიონატის საპატიო III ადგილი. ვულოცავთ მას საპრიზო ადგილს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.