თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია

თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის  და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  ინიციატივით, 2014 წლის  29 დეკემბერს, ჩატარდა  საქველმოქმედო აქცია.

აქციის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  უცხოელი სტუდენტები, მსოფლიოს 18 ქვეყნიდან  ესტუმრნენ საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის"  ბენეფიციარებს. სტუდენტებმა   პატარებისათვის მოაწყვეს  სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები და მათ   ტკბილეული და სხვადასხვა  საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

თბილსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მსგავსი ღონისძიებები  მომავალშიც გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.