თსსუ–ის   უცხო  ენების  ცენტრის  დირექტორის,  პროფესორ  მანანა ქუთელიას  ვიზიტი  იტალიაში

თსსუ–ის უცხო ენების ცენტრის დირექტორის, პროფესორ მანანა ქუთელიას ვიზიტი იტალიაში

2013 წლის 28 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  უცხო  ენების  ცენტრის  დირექტორი,  პროფესორი მანანა ქუთელია მიწვეული იყო  იტალიაში, ქალაქ  ბოცენში, სადაც  გაიმართა  გერმანული ენის მასწავლებელთა მე-15 საერთაშორისო ყრილობა.  შეხვედრა  ჩატარდა იტალიის, გერმანიისა და ავსტრიის მთავრობების პატრონაჟით და მასში  მონაწილეობდა  2500-ზე  მეტი დელეგატი.

პროფესორმა მანანა ქუთელიამ ყრილობაზე წაიკითხა მოხსენება, რომელიც ეძღვნებოდა უმაღლეს სასწავლებლებში უცხო ენების ინტერდისციპლინური სწავლების, კურიკულუმებისა და სასწავლო მასალების შედგენის საკითხებს,  ასევე  გააკეთა თსსუ–ის  უცხო ენების ცენტრის თანამშრომელთა მიერ შედგენილი  სახელმძღვანელოს  "გერმანული ენა მედიკოსებისათვის"  პრეზენტაცია. 

პროფესორ მანანა ქუთელიას მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.  იტალიელი კოლეგების მხრიდან წამოყენებულ  იქნა ინიციატივა, ერთობლივ დიდაქტიკურ პროექტზე მუშაობის თაობაზე. 

მომავალი ყრილობა დაგეგმილია  ჩატარდეს შვეიცარიაში, ქალაქ ფრიბურში.