თსსუ–ის უცხო ენების ცენტრის პროგრამების  პრეზენტაცია

თსსუ–ის უცხო ენების ცენტრის პროგრამების პრეზენტაცია

   
   

მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხო  ენების   ცენტრმა გამართა პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო  შემდეგი პროგრამები:

• პრაქტიკა და რეზიდენტურა გერმანიაში;
• საზაფხულო დარგობრივი ენის კურსი გერმანიაში,  კლინიკების და გერმანიის ჯანდაცვის სისტემის გაცნობა(სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისთვის და ექიმებისთვის);
• საერთაშორისო სერტიფიკატი UNIcert®, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის ქვეყნებში და იძლევა გერმანიაში დასაქმების, პრაქტიკის გავლისა და უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობას; 

• ინგლისური და გერმანული ენის შემსწავლელი სერტიფიცირებული კურსები (ყველა დონისთვის).

ცენტრის პროგრამები განკუთვნილია, როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ასევე ნებისმიერი მსურველისთვის.

ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ნინო აბრალავამ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ „თსსუ–ის უცხო ენების ცენტრი უფლებამოსილია, გასცეს UNIcert®- ის სერტიფიკატი, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმაღლეს სასწავლებლებში. მის მფლობელს შეუძლია შეუფერხებლად განახორციელოს მობილობა ევროკავშირის უმაღლეს სასწავლებლებში, გაიაროს პრექტიკა გერმანულენოვან ქვეყნებში, ან დაიწყოს თავისი პროფესიული საქმიანობა ევროპის ქვეყნებში”.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, დოქტორანტები, რეზიდენტები, მეცნიერები,  პროფესორ-მასწავლებლები და ექიმები.

აღნიშნულმა პროგრამამ მსმენელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. დაანონსდა, რომ  თსსუ-ის უცხო ენების ცენტრის პროგრამების შემდეგი პრეზენტაცია გაიმართება ა. წ. 12 ნოემბერს, 15:00–ზე (ცისფერი დარბაზი, თსსუ, I კორპუსი, I სართული)

მისამართი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,  საერთაშორისო აკრედიტირებული ენების ცენტრი, I კორპუსი, II სართული.

ტელ.: 
(+995 99) 230673 – გაცვლითი პროგრამები და საზაფხულო კურსები გერმანიაში;
(+995 32) 254 25 10 – ენის კურსები, UNIcert, პრაქტიკა გერმანიაში.