თსსუ–ის უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის სპეციალისტის თეა თოდუას ოფიციალური ვიზიტი ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში (ატლანტა, აშშ)

თსსუ–ის უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის სპეციალისტის თეა თოდუას ოფიციალური ვიზიტი ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში (ატლანტა, აშშ)

2013 წლის 16 -31 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის სპეციალისტი თეა თოდუა, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში (ატლანტა, აშშ). ვიზიტის მიზანი იყო: ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სასწავლო გეგმის გაცნობა; ემორის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის უშუალო მონაწილეობით,  თსსუ-ის მედიცინის ამერიკული პროგრამის მეორე წლის სასწავლო გეგმის სრულყოფა; საზოგადოებრივი სისტემის „გახდი ექიმი“–ს გაცნობა და ლექცია-სემინარებში მონაწილეობა. 

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სასწავლო პროცესის მიმართულებების შემდეგ ხელმძღვანელებთან: 

  • პროფესორი ჰიუ სტოდარდი –  სამედიცინო განათლების დეკანის მოადგილე;
  • პროფესორი ერიკა ბრაუნფილდი – სამედიცინო განათლების დეკანის მოადგილე, შინაგანი მედიცინის კლინიკური როტაციების დირექტორი;
  • პროფესორი აირა შვარცი – მისაღები გამოცდების დეკანი;
  • პროფესორი ლიზა ბერნშტაინი –  საზოგადოებრივი სისტემის –  „გახდი ექიმი“ დირექტორი;
  • პროფესორი ჯოელ ფელნერი – კლინიკური მედიცინის დირექტორი, კარდიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი;
  • პროფესორი კონი კორალი – სიმულატორ ცენტრის დირექტორი;
  • პროფესორი მერი ჰორტონი – სამედიცინო ჰუმანიტარული საგნების და MD/PhD პროგრამების დირექტორი;
  • ელენა კონი – მედიცინის ისტორიის პროფესორი;
  • პროფესორი ჯადა ბასი ჯოუნსი - პირველადი დახმარების მიმართულების ხელმძღვანელი, ამბულატორიული მოვლის მიმართულების თანადირექტორი (OPEX);
  • პროფესორი კარლოს დელ რიო - საზოგადოებრივი ჯანდაცვის, გლობალური ჯანდაცვის ექსპერტი, როლინსის ჯანდაცვის სკოლის გლობალური ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • პროფესორი შერილ ჰერონი - დამამთავრებელი კურსის (Capstone) დირექტორი, გადაუდებელი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, ემორის ქალთა ცენტრის მმართველი საბჭოს წევრი;
  • პროფესორი ჰენრი ბლუმბერგი - კლინიკური და ტრანსლაციური კვლევების პროგრამების დირექტორი ემორის  და ატლანტის კლინიკური და ტრანსლაციური მეცნიერებების ინსტიტუტში, როლინსის ჯანდაცვის სკოლის ეპიდემიოლოგიის და გლობალური ჯანდაცვის პროფესორი;
  • პროფესორი მერი ჯო ლეკოვიჩი - სამედიცინო ონკოლოგიის პროფესორი, საზოგადოებრივი სისტემა – ,,გახდი ექიმი“–ს ერთ–ერთი ხელმძღვანელი;
  • პროფესორი ჰოვარდ კუშნერი - როლინსის ჯანდაცვის სკოლის ქცევითი მეცნიერების და ჯანდაცვის დეპარტამენტის მედიცინის ისტორიის პროფესორი, ემორის კოლეჯის ნეირომეცნიერების და ქცევითი ბიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
  • პროფესორი უილიამ  ელი - სამედიცინო განათლების დეკანი;
  • პროფესორი ტომ ლოლი - ემორის უნივერსიტეტი;
  • პროფესორი კრისტიან ლარსენი - ქირურგიის კათედრის გამგე, ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დეკანი. 

შეხვედრაზე  განიხილეს თსსუ–ში მიმდინარე დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მეორე კურსის სასწავლო გეგმა.  დაიგეგმა შემდგომი, დამამთავრებელი ეტაპის განხილვა, რომელიც  2013 წლის  ივნისში შედგება საქართველოში.

ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის  პროფესურა გამოხატავს  მზადყოფნას, დაეხმაროს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  სამედიცინო ჰუმანიტარული მიმართულების განვითარებასა და ადგილობრივი კადრების გადამზადებაში.