თსსუ–ის წარმომადგენლები ბრიუსელში

თსსუ–ის წარმომადგენლები ბრიუსელში

2017 წლის 12-14  მარტს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩატარდა ტემპუსის პროექტის - ,,BME-ENA -Bio Medical Engineering Education Tempus Initiative in Eastern Neighbouring Area“  სამუშაო შეხვედრა ფინასური ანგარიშების და ადმინისტრირების საკითხებზე.

საქართველოს დელეგაციაში შედიოდნენ:  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.  ჩვენს უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ:  ბიოფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ სანიკიძე და ,,ერაზმუს +” ის პროგრამის კოორდინატორი ნინო კანდელაკი.

პროექტი სამწლიანია და ევროკომისიის მიერ არის დაფინანსებული. მისი მიზანია ბიოსამედიცინო ინჟინერიის სფეროს ჰარმონიზაცია.

ბიოსამედიცინო ინჟინერია - 21-ე  საუკუნის მეცნიერების განსაკუთრებით სწრაფად მზარდი, მულტიდისციპლინური  დარგია, რომელიც აერთიანებს ინჟინერიის, ბიოლოგიის და მედიცინის, კომპიუტერული მეცნიერებების ცოდნას და მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის  უზრუნველყოფაზე.

ვიზიტისას თსსუ-ის დელეგაცია შეხვდა TEMPUS-ის პროექტის პარტნიორებს და ევროკომისიის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA- Executive Agency for Education, Audiovisual and Culture ) წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე განისაზღვრა პროექტის ფინანსური ანგარიშის წარდგენის ვადები და მომავალი შეხვედრის ჩატარების ადგილი.