თსსუ–ის წარმომადგენლებმა პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს

თსსუ–ის წარმომადგენლებმა პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს

3 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის და მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II–ის დაბადების დღის აღსანიშნავად, საპატრიარქოთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კლინიკების ხელმძღვანელები ეწვივნენ.  მათ გულითადად მიულოცეს 82 წლისთავი ერის სულიერ მამას და სიმბოლურად ლევან მარგიანის მინიატურა გადასცეს საჩუქრად.