თსსუ–ის №1 სტომატოლოგიური კლინიკის საქველმოქმედო აქცია –

თსსუ–ის №1 სტომატოლოგიური კლინიკის საქველმოქმედო აქცია –

2012 წლის 2 ივნისს, „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს“–თან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის №1 სტომატოლოგიურმა კლინიკამ, ჰიგიენური საშუალებების კომპანია შპს "Palmolive“/“Colgate"-თან ერთად, ჩაატარა საქველმოქმედო აქცია "ჯანსაღი ღიმილი".

საქველმოქმედო აქციისას, კლინიკის ექიმებმა, თბილისის N.200 ბავშვთა სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულების 25 სოციალურად დაუცველ აღსაზრდელს ჩაუტარეს შემდეგი სამკურნალო მანიპულაციები: კბილების ექსტრაქცია - 7 აღსაზრდელი, ჰიგიენური წმენდა – 25 აღსაზრდელი, დაზიანებული კბილების დაბჟენა – 20 აღსაზრდელი. 

ბავშვებს ჩაუტარდათ ტრენინგი პირის ღრუს მოვლასა და გავრცელებულ სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის საკითხებზე. კლინიკის თანამშრომლები მოწვეულ ბავშვებს გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით, კომპანიებმა: "Colgate“ და „Palmolive" გადასცეს სპეციალური საჩუქრები.