თსსუ–ს განათლების ხარისხის  განვითარების ეროვნული ცენტრის სიგელი გადაეცა

თსსუ–ს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სიგელი გადაეცა

მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმარათა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული  „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის შემაჯამებელი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროფესიული საგანამანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.

პროექტის მიზანია საქართველოს პროფესიული განათლების ინტეგრაცია ევროპულ სივრცეში მოდულური სწავლების დანერგვის გზით.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობისა და თანამშრომლობისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაჯილდოვდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სიგელით, რომელიც გადაეცა უნივერსიტეტის პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამების კოორდინატორს, მედეა ჯღარკავას.