თსსუ–ს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

თსსუ–ს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

2015 წლის 29 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია (გერმანია), რომლის შემადგენლობაში  შედიან: მედიცინის სკოლის დეკანი, ფსიქოსომატური მედიცინისა და ფსიქოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი პიტერ  ჰენინგსენი, ბირთვული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მარკუს  შვაიგერი  და სამედიცინო კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი კრისტიან  პეშჩელი.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორებმა წაიკითხეს ლექციები თსსუ–ის სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისა და აკადამიური პერსონალისთვის: “ქრონიკული ტკივილი  დაავადების ტვირთი და მკურნალობა“ (პიტერ ჰენინგსენი), „მოლეკულური გამოკვლევა ონკოლოგიასა და კარდიოლოგიაში“ (მარკუს შვაიგერი) და „კიბოს ინდივიდუალური თერაპიის სამეცნიერო კონცეფცია და სტრუქტურული მოთხოვნები“ (კრისტიან პეშჩელი).

ლექციების დასრულების შემდეგ გერმანელ პროფესორებს შეხვდნენ თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, უცხო ენათა სწავლების ცენტრის დირექტორი, პროფესორი მანანა ქუთელია, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე, ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ავთანდილ იმედაძე და ამავე კლინიკის აპარატის უფროსი თინათინ ნაკაიძე, კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ნინო ორახელაშვილი. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.