თსსუ–სა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

თსსუ–სა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

2014 წლის 30 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა რევაზ კუჭუხიძემ.

ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ ვიცე–რექტორი გიორგი აბესაძე, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაციის უფროსი ქეთინო ლილუაშვილი, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი და თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ალექსი მინდაძე.

მხარეები შეთანხმდნენ დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სარეზიდენტო და უწყვეტი პროფესიული განვითარების აკრედიტებული პროგრამების განხორციელების თაობაზე.

როგორც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა რევაზ კუჭუხიძემ აღნიშნა, ისინი მადლიერები არიან ამ ხელშეკრულების გაფორმების გამო და მომავალში მჭიდრო, მრავალმხრივ თანამშრომლობას აპირებენ.

თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ამ ინიციატივის გამოჩენისთვის. მან მაღალი შეფასება მისცა მსგავს თანამშრომლობას და მხარდაჭერა აღუთქვა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს ქვეყნისთვის საჭირო ყველა საქმეში. „იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და წაადგება არა მარტო  უნივერსიტეტსა და სამხედრო ჰოსპიტალს, არამედ საქართველოს“, – დასძინა რექტორმა სტუმრებთან დამშვიდობებისას.