UNESCO-ს ოფისში გამართულ სესიებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ

UNESCO-ს ოფისში გამართულ სესიებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ

2022 წლის 19-20 სექტემბერს პარიზში, UNESCO-ს სათაო ოფისში გაიმართა ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტის (International Bioethics Committee - IBC),  ბიოეთიკის მთავრობათაშორისი კომიტეტის (IGBC) და მსოფლიო ეთიკის, სამეცნიერო ცოდნისა და ტექნოლოგიის კომისიის (The World Commission on the Ethics of Scientific Knowledge and Technology  - COMEST) სესიები. 

UNESCO-ს გენერალური დირექტორის ოდრი აზულეს მიწვევით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციით, სესიებს ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: ქეთევან ღამბაშიძე - თსსუ-ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თსსუ-ის ცხოველებზე წარმოებული კვლევის ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე და კარენ მულკიჯანიანი - თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის პრეზიდენტი. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სესიის მსვლელობაში. მათ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, მოისმინეს UNESCO-ს გენერალური დირექტორის ოდრი აზულეს,  IBC-ის, IGBC-ის და COMEST-ის წევრების მიერ ჩატარებული სამუშაოების წლიური ანგარიში. ვიზიტის ბოლოს ქეთევან ღამბაშიძემ და კარენ მულკიჯანიანმა ნაყოფიერი დისკუსია გამართეს IBC-ისა და IGBC-ის წარმომადგენლებთან.