უნივერსიტეტების რექტორებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

უნივერსიტეტების რექტორებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ვიცე-რექტორებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა  და სტუდენტებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს სხვადასხვა უნივერსიტეტების რექტორებმა და მათი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. 

 რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი.