ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრად თსსუ-ში

ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრად თსსუ-ში

2019 წლის 26-29 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია: ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის უნივერსიტეტის, ავსტრიის სამკურნალო ნივთიერებათა სკრინინგის ინსტიტუტის (ADSI) დირექტორი, პროფესორი გიუნტერ ბონი და ამავე ინსტიტუტის ბიოლოგიური კვლევების და მარკეტინგული განყოფილების  ხელმძღვანელი, დოქტორი გოქან სენლი.

ავსტრიელი კოლეგები ვიზიტის დროს შეხვდნენ: თსსუ-ის ვიცე-რექტორს, ასოცირებულ პროფესორ ირაკლი კოხრეიძეს,იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ასოცირებულ პროფესორ ლაშა მსხილაძეს და  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს. 

შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინსბრუკის უნივერსიტეტის ერთობლივ  საერთაშორისო პროგრამებში ჩართულობის საკითხი, საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, სტუდენტების გაცვლის შესაძლებლობები, აკადემიური პერსონალის  მონაწილეობა ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ავსტრიელ კოლეგებთან შემდგარი საქმიანი დისკუსიის შემდეგ, ADSI დირექტორმა, პროფესორმა გიუნტერ ბონმა გამოთქვა თსსუ-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების სურვილი. 

„მემორანდუმის ფარგლებში მოგვეცემა შესაძლებლობა შეთანხმებული თანამშრომლობის - სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებებით, სტუდენტები ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში,  აკადემიურმა პერსონალმა  მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში. ყოველივე ეს, ვფიქრობთ, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავების  საწინდარი გახდება.“ - აღნიშნა, ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა მსხილაძემ.