სასამართლო ექიმთა VII სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

სასამართლო ექიმთა VII სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

2023 წლის 24 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა სასამართლო ექიმთა VII სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც ორგანიზებული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და საქართველოს სასამართლო ექიმთა ასოციაციის მიერ.  

კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს ექიმთა ასოციაციის წარმომადგენლები. 

კონფერენციაზე მოხსენებული და განხილული იყო სასამართლო მედიცინის, სასამართლო სამედიცინო ანთროპოლოგიის, სასამართლო ჰისტოლოგიის, სასამართლო ტოქსიკოლოგიისა და სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზის აქტუალური საკითხები. 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა სასამართლო ექიმმა და ექსპერტმა, რომელთაც კონფერენციის დასასრულს გადაეცათ სერტიფიკატები.