VIII საერთაშორისო კონფერენცია  – „ინოვაციები სამედიცინო განათლებასა და მეცნიერებაში; უკრაინის  უმაღლესი განათლების კანონის განხორციელების გზები სამედიცინო და ფარმაცევტულ უნივერსიტეტებში“ – ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2016 წლის 11-15 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით დელიბაშვილი და თსსუ-ის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორი ზაზა დუმბაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (უკრაინა), VIII საერთაშორისო კონფერენციაზე „ინოვაციები სამედიცინო განათლებასა და მეცნიერებაში; უკრაინის  უმაღლესი განათლების კანონის განხორციელების გზები სამედიცინო და ფარმაცევტულ უნივერსიტეტებში“.

ვიზიტის ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრა ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან, ვიცე-რექტორებთან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსთან, სადაც განიხილეს მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრის მსვლელობისას გადაწყდა, რომ 2016 წლის 13-27 ივლისს ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდება საზაფხულო სკოლა, სადაც მონაწილეობას მიიღებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 10 სტუდენტი.