VII საერთაშორსისო კონფერენცია „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“

VII საერთაშორსისო კონფერენცია „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“

   
   

2015 წლის 16–18 ოქტომბერს კურორტ საირმეში ჩატარდა VII საერთაშორისო კონფერენცია „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი და სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაცია.

კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, სამედიცინო  ეკოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მარინა გიორგობიანი და თსსუ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბიძინა ზურაშვილი.

კონფერენციის ორგანიზატორებმა, აღნიშნეს, რომ VII საერთაშორისო კონფერენციის ჩასატარებლად შემთხვევით არ შეურჩევიათ კურორტი საირმე. ცნობილია, რომ კურორტი საირმე, რომელიც მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მეტრზე და ადმინისტრაციულად ბაღდათის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის,  გამოირჩევა სამკურნალო, მინერალური და თერმული წყაროების მდიდარი საბადოებით, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით, რაც მას მთელს ევროპაში გამოარჩევს და უნიკალურს ხდის.

კონფერენციის მსვლელობისას მედიცინის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე  საინტერესო მოხსენებები   წაიკითხეს როგორც სახელოვანმა თეორეტიკოსმა და პრაქტიკოსმა ექიმებმა – თსსუ-ს პროფესორებმა და მიმართულებების ხელმძღვანელებმა,  ასევე ახალგაზრდა მკვლევარებმა, თსსუ-ს დოქტორანტებმა, ხოლო თსსუ –ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის IV კურსის სტუდენტებმა  ოლიკო მამაცაშვილმა  და კესო ჯანელიძემ წარმოადგინეს პოსტერი "მეგაპოლისების ეკოლოგია".

VII საერთაშორისო კონფერენციაზე „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“ წაკითხულ იქნა მოხსენებები:

  1. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების გავრცელება საქართველოში - ავტორები: ი. მჭედლიშვილი, ნ.მამუჩიშვილი, თ.მჭედლიშვილი, დ.გელოვანი - თსსუ-ს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, თბილისი, საქართველო;
  2. ფარისებრი ჯირკვლის ენდოკრინული პათოლოგიები პირის ღრუს კლინიკური და ფუნქციური მდგომარეობისას - ავტორები: მ.ნიკოლაიშვილი, ს.ბერიაშვილი, ქ.ფრანჩუკი, თ.ტუპინაშვილი;
  3. ელექტრომაგნიტური ველის, როგორც სტრეს-ფაქტორის გავლენა ოფისებში მომუშავე მდედრობითი სქესის 25-დან 35 წლამდე პირების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე -ავტორები: ხ.დონდოლაძე, დ.ზურაბაშვილი, მ.ნიკოლაიშვილი, ს.ზენაიშვილი - ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ბაზა, თბილისი, საქართველო;
  4. სამუშაო გარემო და პროფესიული ჯანმრთელობა, ახალი მიდგომები და პრინციპები - ავტორები: რ.ჯავახაძე, ხ.შუბლაძე, ნ.ხატიაშვილი, ხ.ჩიგოგიძე, ო.ღვაბერიძე - ნ.მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის ს|კ ინსტიტუტი, თბილისი, საქართველო;
  5. თბილისის ატმოსფერული ჰაერის დამტვერიანების მდგომარეობის ჰიგიენური შეფასება -ავტორები: ს.ბეზარაშვილი, რ.კვერენჩხილაძე, მ.არაბიძე, გ.კვერენჩხილაძე - თსსუ - ს გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის მიმართულება, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, თბილისი, საქართველო;
  6. მინანქარსა და დენტინში შეუცვლელ ელემენტთა განსაზღვრა და ბავშვის ორგანიზმზე მათი ზეგავლენის შეფასება - ავტორები: ნ. სულაძე, თ.შიშნიაშვილი, ს.ლითანიშვილი-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო;
  7. კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის ხარისხობრივი და რაოდენობრივი დისბალანსის გავლენა პირის ღრუს დაავადებებზე ბავშვთა ასაკში -ავტორები: თ.სულაძე, თ.შიშნიაშვილი, ვ.მახვილაძე, ე.ლითანიშვილი- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  8. დიოსკორიდის მონოთერაპიული როლი გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ სიბერის ასაკიან ავადმყოფებში - ავტორები: ა.კოჭლამაზაშვილი, მ.ნასყიდაშვილი-სამედიცინო სამკურნალო ცენტრი „ექსტრა“, თბილისი;
  9. სურსათის სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგების შეფასება საქართველოში 2013-2014 წლებში - ავტორები: თ.დარსანია, ბ.ყურაშვილი, შ.ზარნაძე, ლ.ბაქრაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  10. შესავალი კვლევაში -ავტორები: ი.ზარნაძე, შ.ზარნაძე –  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

კონფერენციის დასკვნით ნაწილში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, გაიმართა დებატები და პოლემიკა კონფერენციაზე წარმოდგენილი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო.

VII საერთაშორისო კონფერენციაზე „ჯანმრთელობა და ეკოლოგია“ წაკითხული  მოხსენებები სტატიების სახით დაიბეჭდა პროფესიულ ჟურნალში „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“ №4, 2015. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.

კონფერენციის ბოლო დღეს, მონაწილეეებმა მოილოცეს  XI საუკუნის, მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი, სადაც დასვენებულია სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის  თავდადებული წმინდანების - დავითისა და კონსტანტინეს უხრწნელი ნეშტები.