2024 წლის 4 ივლისს სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მაია ოკუჯავა მივლინებით იმყოფებოდა ბრიუსელში.
ვიზიტის ფარგლებში მაია ოკუჯავა დაესწრო მეცნიერების და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის (COST) ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას „EURESTOP სამუშაო ჯგუფების შეხვედრა“.
,,შეხვედრა ჩატარდა ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ევროპული ქსელის (EURESTOP) პროექტის ფარგლებში. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ანტიმიკრობული საშუალებების რეზისტენტობის დაძლევასთან დაკავშირებული თანამედროვე კვლევის შედეგები. ჩატარდა სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. მრგვალი მაგიდის ფარგლებში განვიხილეთ მონაცემების შეგროვების და შედეგების გაზიარების ღონისძიებების მიმდინარეობა და სამომავლო აქტივობები“, - აღნიშნა ასოცირებულმა პროფესორმა მაია ოკუჯავამ.