პროფესორ არისტო ვოჟდანის ვიზიტი თსსუ-ში

პროფესორ არისტო ვოჟდანის ვიზიტი თსსუ-ში

2023 წლის 22 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ კალიფორნიის ლომა ლინდას უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი არისტო ვოჟდანი და ამავე უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგი ჟორჟეტ ვოჟდანი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხრიდან სტუმრებს შეხვდნენ: ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე; იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი; ასოცირებული პროფესორები ნინო ქიქოძე და ნონა ჯანიკაშვილი; ვლადიმერ ბახუტაშვილის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ხარებავა; იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი მალხაზ გეთია; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ასისტენტ-პროფესორი თინათინ კილასონია; რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს უნივერსიტეტის ისტორია, სტრუქტურა, ესაუბრნენ უნივერსიტეტის კლინიკურ და სამეცნიერო პოტენციალზე. 

სტუმრებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს უნივერსიტეტის კვლევით ბაზებზე მიმდინარე სამეცნიერო აქტივობების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის და კოლაბორაციულ კვლევებში ჩართვის შესაძლებლობები. უცხოელმა სტუმრებმა გამოთქვეს უახლოეს მომავალში განმეორებითი ვიზიტის და თსსუ–ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მონახულების სურვილი. 

ვიზიტისას პროფესორმა არისტო ვოჟდანმა უნივერსიტეტს უსახსოვრა მისი ავტორობით გამოცემული წიგნი.