ავსტრიული მედია თსსუ-ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას ინსბრუკში საქმიანი ვიზიტის შესახებ წერს

ავსტრიული მედია თსსუ-ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას ინსბრუკში საქმიანი ვიზიტის შესახებ წერს

ინსბრუკის უნივერსიტეტის ყოველთვიური მოხსენების ერთ ნაწილს გასაკუთრებული ადგილი დაეთმო ავსტრიულ მედიაში. პროფ. ზურაბ ვადაჭკორიას ვიზიტმა ქალაქ ინსბრუკის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო დონეზე ურთიეთთამშრომლობას, ფარმაციისა და ანალიტიკური ქიმიის ფაკულტეტებთან. ეს საშუალებას მისცემს ქართველ მეცნიერებს ავსტრიელ კოლეგებთან ერთად აწარმოონ კვლევები სამკურნალო მცენარეებზე.

ანალიტიკური ქიმიისა და ფარმაციის ინსტიტუტის დირექტორის პროფ. ბონის ინიციატივით კი დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობა ავსტრიის ფარმაკოლოგიური სკრინინგ ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტს შორის.