თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტის ვიზიტი რუმინეთის უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტის ვიზიტი რუმინეთის უნივერსიტეტში

2022 წლის სექტემბრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის  IX სემესტრის სტუდენტი ბაკურ გვენცაძე ERASMUS+ -ის პროექტის ფარგლებში 5 თვიანი პროგრამით იმყოფებოდა  ქ. ტირგუ-მურეშის (რუმინეთი) George Emil Palade University of Medicine, Pharmacy, Science, and Technology -ის  სტომატოლოგიის ფაკულტეტზე. 

ბაკურ გვენცაძე ესწრებოდა George Emil Palade University of Medicine, Pharmacy, Science, and Technology -ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის IX სემესტრის კურიკულუმით განსაზღვრულ ლექციებსა და კურაციულ მეცადინეობებს, ეცნობოდა საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკაში პაციენტთა მკურნალობის მეთოდებს, ესწრებოდა პროფესორ-მასწავლებელთა კონსულტაციებს და რუმინელ სტუდენტებთან ერთად თავადაც ჩართული იყო პაციენტთა მართვის პროცესში. 

„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ჩემი უდიდესი გამოცდილებისა, რაც ტირგუ-მურეშის უნივერსიტეტში მივიღე, დავრწმუნდი, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეპარტამენტები სტუდენტებს მაღალ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას გვაძლევენ, რაც ძალიან გამომადგა  სტაჟირებისას. ამ ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, Erasmus+ის ოფისს და ყველა ჩემს პროფესორ-მასწავლებელს“ - აღნიშნავს სტუდენტი.