2024 წლის 8 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ომანის ინდური სკოლის, „Al Seeb”-ის მოსწავლეების ჯგუფი. უნივერსიტეტის უცხოურენოვან პროგრამებზე ჩარიცხვის პროცედურების გაცნობის მიზნით ისინი შეხვდნენ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებს: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ქეთევან ბიბილაშვილს; საერთაშორისო სტუდენტთა მოზიდვისა და ჩარიცხვების განყოფილების უფროსს, მარიამ სვანიშვილს და ამავე განყოფილების მთავარ სპეციალისტს, სანდრო ჭადაშვილს.
შეხვედრის ფარგლებში უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია,რომელშიც მიმოხილული იყო უნივერსიტეტის აკადემიური პროცესი, სტუდენტური ცხოვრება და სამომავლო პროექტები. სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ ინტერაქტიულ რეჟიმში დაესვათ კითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს სასწავლო და სტუდენტური სივრცეები, სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი და დაესწრნენ საერთაშორისო სტუდენტების მიერ მოწყობილ გასტრონომიულ ფესტივალს „International Food Day“.